LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებლები „ტიკტოკს“ თავს ვერ ანებებენ, ხშირია ჯანმრთელობის პრობლემებიც – როგორია პოპულარული სოციალური ქსელის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

280
influecer-5229646-960-720-orig (1)

TikTok მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური მედიაა. პორტალს ყოველ თვე 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს.

„ტიკტოკის“ მომხმარებლები ბევრად უფრო აქტიურები არიან ვიდრე „ტვიტერის“ Reddit-ის, SnapChat–ის თუ Pinterest–ის პლატფორმაზე მყოფი ადამიანები.

„ტიკტოკი“ ბევრად მეტ ჩართულობას გულისხმობს, ვიდრე ,,ინსტაგრამი” ან ,,ფეისბუქი” და საშუალო „ტიკტოკერი“ ქსელში დღეში 52 წუთს მაინც ატარებს. ეს სტატისტიკა ნამდვილად შოკისმომგვრელია და 2016 წელს დაფუძნებულ პლტაფორმას ყველაზე პოპულარულთა შორის პირველ ადგილზე აყენებს.

 

ტიკტოკი უნიკალურია

სოციალური პლატფორმების უმრავლესობა რეკომენდირებული ალგორითმის ვარიაციებს იყენებს, ტიკტოკი კი მომხმარებელს სთავაზობს იმ ვიდეოს რომლის ყურებაც მას ყველაზე მეტად აინტერესებს.

ალგორითმს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს თუ რა კონტენტს ანიჭებს უპირატესობას მომხმარებელთა ჯგუფი, მათივე აქტივობიდან გამომდინარე.

როგორც წესი, სოციალური პლატფორმების უმრავლესობა მომხმარებლებს მეტ კონტროლს სთავაზობს, ანუ როდესაც სოციალურ ქსელში შედიხართ თქვენ წყვეტთ რისი გაკეთება გსურთ. მაგალითად, იგივე ,,ინსტაგრამის”  შემთხვევაში წარმოდგენილია ცენტრალური გვერდი, სადაც მრავალი სახეობის ფოტო თუ ვიდეო მასალაა ასახული და ადამიანი თავად ირჩევს თუ ვისი ან რისი ნახვა სურს.

იგივე სისტემა მუშაობს უფრო ძველი სოც–ქსელების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება „ტიკტოკს“, სოციალური ქსელი რეკომენდაციას თავის თავზე იღებს. შეხვალთ თუ არა „ტიკტოკში“, პლატფორმა იმ ვიდეოებს გთავაზობთ, რომელიც თავად სურს და რომელიც თქვენ ნამდვილად არ აგირჩევიათ.

აუდიტორია

პოპულარული პლატფორმის აუდიტორიის 41% 16–დან 24 წლამდე მომხმარებლები არიან. სოც–ქსელს 13 წლამდე მოზარდებისთვის შეზღუდვა აქვს დაწესებული, რაც რა თქმა უნდა, ნაკლებად კონტროლდება, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეალურად „ტიკტოკერთა“ ასაკი ბევრად ნაკლებია.

ახალგაზრდა მომხმარებელი კი ბევრად უფრო გულუბრყვილოა და შთაბეჭდილების ქვეშ ადვილად ექცევა. სოც–ქსელს შეთავაზებული კონტენტით მათი მანიპულირება უფრო ადვილად შეუძლია.

 

რა გავლენას ახდენს TikTok ჩვენზე

მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რას ნიშნავს დამოკიდებულების გაჩენა. როგორც არაერთმა კვლევამ აჩვენა, სოციალური ქსელი სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს. მომხმარებლები „ტიკტოკს“ თავს ვერ ანებებენ და ეს პროცესი აკვიატებულ ქცევად გადაიქცევა. შედეგად ხშირია ჯანმრთელობის პრობლემებიც.

„ტიკტოკის“ კონტენტი მომხმარებელთათვის სტიმულს წარმოადგენს, რომ დამოკიდებულება გამოავლინონ, რაც საბოლოო ჯამში ფსიქიკური პრობლემებით სრულდება.

სპეციალისტთა შეფასებით, მოკლე მოცულობის კონტენტი, რომელშიც მინიმალური ინფორმაციაა დატანილი როგორც წესი, უფრო მეტად იწვევს დამოკიდებულებას.

ამასთან, პლატფორმა ინფორმაციას მუდმივად აახლებს, რაც ადამიანის ტვინში კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. ამასთან კვლევებით დგინდება, რომ „ტიკტოკი“ დოფამინის სტიმულაციასაც ახდენს, რაც მისდამი დამოკიდებულებას კიდევ უკეთ ზრდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები