ნებისმიერი სერვისი, თუ მომსახურება ქმნის უნიკალურ სამომხმარებლო გამოცდილებას. ეს სამომხმარებლო გამოცდილება კი იქმნება მრავალი პოზიტიური თუ ნეგატიური ემოციისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ მაღალხარისხიანიც არ უნდა იყოს სერვისი, მაინც იარსებებს კონკრეტული მომხმარებელი, რომელსაც არ ერგება სხვადასხვა წესები, თუ პირობები და ეს ქმნის ნეგატიურ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა შეარჩიოს უშუალოდ მასზე მორგებული, მის პრეფერენციებთან ყველაზე ახლოს მდგომი სერვისი.
მოგოც იმ სერვისების ნაწილია, რომელიც ყოველდღიურად უამრავ მომხმარებელს უქმნის განსხვავებულ გამოცდილებას. ამ ბლოგში კი გაგიზიარებთ ისტორიებს იმ მომხმარებლებისა, რომლებმაც მოგოს სერვისების სარგებლობით მხოლოდ სარგებელი მიიღეს.
მაკა, 33 წლის
მაკა გვიზიარებს ისტორიას, რომელშიც კარგად ჩანს როდის შეიძლება იყოს მოგო ერთ-ერთი, ან სულაც ერთადერთი გამოსავალი მაშინ, როდესაც მანქანის შეძენა გინდა და ბანკისგან სესხს ვერ იღებ, ფულის შეგროვებით დრო იწელება, მანქანა გესაჭიროება სწრაფად და ამისთვის გინდა რომელიმე საფინანსო ორგანიზაციამ მოგცეს სასურველი მანქანისთვის საკმარისი ფული:
- რატომ მიმართეთ მოგოს? რომელი პროდუქტი გამოიყენეთ?
- მოგოს იმიტომ მივმართე, რომ მანქანა მინდოდა შემეძინა, ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და ბანკები სესხს ჯერ არ მაძლევდნენ. თან, როცა დავთვალე, დიდი სხვაობა არ გამოდიოდა და გადავწყვიტე ლიზინგით მესარგებლა.
- მანქანის ძიების ან შეძენის პროცესში, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, თუ დაგეხმარათ რაიმეში მოგო?
- მანქანის ძიებაში არა, მაგრამ ყიდვის პროცესში – კი. ჩემმა ძმამ შემარჩევინა და უკვე ვიცოდი რას ვყიდულობდი, მაგრამ ფულით მოგო დამეხმარა და რომ არ დამხმარებოდა, არ ვიცი შევძლებდი თუ არა შეგროვებას, რომ დღეს მაინც მყოლოდა.
დღევანდელ ყოველდღიურობაში მანქანა არის არა კომფორტის, არამედ საჭიროების საკითხი. ზოგჯერ უფრო დიდ დროით თუ ფულად რესურსს უკავშირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული, ვიდრე ეს მანქანის შემთხვევაშია ხოლმე. ამ მიზეზით, ავტომობილის სწრაფად შეძენა, თუნდაც იმისთვის, რომ ყოველდღიური პროგრამა მინიმუმი შესრულდეს და სამსახური-სახლის მიმართულებით იაროს ადამიანმა, აუცილებელია. ამ საკითხზე ისევ მაკა გვიზიარებს საკუთარ და მისი ოჯახის წევრის გამოცდილებას:
- გირჩევიათ ვინმესთვის მოგოთი სარგებლობა, რაც ლიზინგის კონტრაქტი დაასრულეთ?
- კი, ჩემმა ძმამაც მოგოს დახმარებით იყიდა მანქანა და მასაც სამუშაოდ სჭირდებოდა, ყოველდღიურად. ნათესავის გამო გაშავებულები ვიყავით ორივე, მაგრამ ახლა ორივეს გვყავს საკუთარი ავტომობილი. ჩემი ერთი მეგობარიც სარგებლობს, ცოტა ხნის წინ აიღო და ნუ, არავის უყვარს სესხი, მაგრამ სამაგიეროდ მანქანები გვყავს.
ირაკლი, 28 წლის
მოგოს კიდევ ერთი კმაყოფილი მომხმარებელი ირაკლია. მისი გამოცდილება უკვე უკულიზინგით სარგებლობას უკავშირდება:
- რატომ მიმართეთ მოგოს? რომელი პროდუქტი გამოიყენეთ?
- უკულიზინგი მინდოდა. შარშან ზაფხულში ოჯახს ფული დაგვჭირდა და მანქანის დალომბარდება მინდოდა. ვერ გავიგე რა სხვაობაა ლომბარდსა და უკულიზინგს შორის, მაგრამ ფაქტია, უკულიზინგით ვისარგებლე და დღემდე ვიხდი პატიოსნად.
ირაკლის გამოცდილებაში კარგად ჩანს ის დეტალი, რომ მოგოს გუნდი ინდივიდუალურად უდგება თითოეულ მომხმარებელს:
- გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, თუ დაგეხმარათ რაიმეში მოგო?
- ის გაქვთ კარგი, რომ თუ დაგავიწყდა გადახდა ან ავტომატური გადახდა არ გაქვს გააქტიურებული, გადახდას გახსენებენ ქოლ-ცენტრიდან. რასაც ვიხსენებ, მაგაში მეხმარებოდა მოგო, რომ არ დამვიწყებოდა გადახდა.
მუშნი, 38 წლის
ლიზინგთან დაკავშირებული კიდევ ერთი ისტორია აქვს მუშნის, რომელიც განეკუთვნება იმ მომხმარებლებს, რომელთაც შეიძლება მანქანისთვის გარკვეული თანხა აქვთ, თუმცა სასურველი მოდელისთვის არ ჰყოფნით ფული. ლიზინგი იმ დროსაც გამოსავალია, როცა უბრალოდ თანხის დამატება სჭირდება მძღოლს სასურველი მანქანისთვის.
ამასთან ერთად, მის ამბავში კარგად ჩანს ზოგჯერ რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის დრო და ამ საკითხში რამდენად კომფორტულია მოგო:
- რატომ მიმართეთ მოგოს? რომელი პროდუქტი გამოიყენეთ?
- მანქანის ყიდვა მინდოდა, თავიდან იაფიანი ვიფიქრე მეყიდა, მაგრამ მერე ჰიბრიდზე გადამარწმუნეს და არ მყოფნიდა ფული. ავდექი და გავაკეთე ლიზინგი. სწრაფად მჭირდებოდა რომ მეყიდა, ბევრი მყიდველი ჰყავდა შერჩეული მანქანის გამყიდველს და ბანკს მოგო ვარჩიე.
- გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, თუ დაგეხმარათ რაიმეში მოგო?
- შეფასებით იმაზე მეტად შემიფასეს, ვიდრე სხვაგან აფასებდნენ და მაგან მიბიძგა ყიდვისკენ. დახმარებით, ვერ ვიხსენებ რამე სხვაში თუ დამეხმარა;
- გირჩევიათ ვინმესთვის მოგოთი სარგებლობა, რაც ლიზინგის კონტრაქტი დაასრულეთ?
- ასე რჩევა არ დამჭირვებია, ჩემს მეგობარს ჰქონდა იგივე სიტუაცია და მე რომ გარკვეული მქონდა უკვე სად იყო ყველაზე კარგი შეთავაზება, მანაც მაშინვე მოგოში შემოიტანა განცხადება.
იხილეთ ჩვენი სტატია: ლიზინგის შეთავაზებები მოგოსგან. ასევე მოგოს სხვადასხვა პროდუქტები: ავტოლიზინგი, უკულიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სატვირთო მანქანების ლიზინგი.
R