LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა“ – მიხეილ სააკაშვილი თბილისში უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვებას ეხმაურება

53
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი თბილისში უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის არშემოშვებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა. ამის შესახებ მიმართვა ყოფილი პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია.

გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც – დემოკრატიის შუქურა რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა.“

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს. შსს ამ დრომდე არ განმარტავს, რატომ თქვა უარი უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის საქართველოში შემოშვებაზე

„რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია“- უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს

გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ის შეუშვეს.

“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

ამასთან, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ გუშინ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავადაც შეფერხებით შემოვიდა, რადგან მისი სიტყვებით, მესაზღვრეები აეროპორტში 40 წუთის განმავლობაში კითხავდნენ, თუ რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.

უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე დამაყოვნეს და მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი – მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს

ამავე თემაზე:

გორდონი: ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა – საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, რომელთან ინტერვიუს ჩაწერაც პირდაპირ ციხეში მსურდა

სიმონიშვილი უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის არშემოშვებაზე: ქვეყანა „ბელარუსიზაციის“ ახალ ეტაპზე გადადის – შსს-ს ხმის ამოღება და განმარტების გაკეთება მართებს

შეშფოთებული ვარ საქართველოში შემოსვლის დროს უკრაინის ომბუდსმენისთვის შექმნილი დაბრკოლების ფაქტით: სახალხო დამცველი

ელენე ხოშტარია: გავრილოვი ჩამოჰყავთ და გორდონს არ უშვებენ! მეტი როგორ აგიხსნან საკუთარი პრიორიტეტები?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები