LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომისმინე, მენდე, ჩამეხუტე – რა გზავნილები აქვთ ბავშვებს მშობლებთან ?

450
974878-682009-adoptchildren-thinkstock-051418

„მომისმინე, მენდე, ჩამეხუტე, მომისმინე“ , – აღნიშნული გზავნილები დღეს საქართველოში მცხოვრებმა ბავშვებმა საკუთარ მშობლებს გააცნეს. ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ ილაპარაკა. 

„ბავშვების აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიტიური აღზრდის მეთოდებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი მთავარი გზავნილია „პოზიტიური მშობლების წახალისება“. ეს დღე ოზურგეთში აღვნიშნეთ, სადაც  ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი გზავნილები მშობლებისადმი: მომისმინე, მენდე, ჩამეხუტე.. ბავშვები ითხოვენ სიყვარულს და რაც მთავარია ითხოვენ მოსმენას, მათ ძალიან ბევრი აქვთ სათქმელი მშობლებისთვის. მათ სურთ, რომ მოუსმინონ და ჰქონდეთ მათთან კომუნიკაცია”, – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები