LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერლები დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციას უერთდებიან

104

არ დაიჭირო! – აქცია დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით  საქართველოს რამდენიმე ქალაქში პარალელურად გაიმართება. 2 ივნისს, 18:00 საათზე აქციები ჩატარდება თბილისში – მთავრობის კანცელარიის წინ, ბათუმში – ერას მოედანზე და ქუთაისში – პარლამენტის წინ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,  აქციის მოთხოვნებია:
• ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის და პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება.
• ნარკოტიკების მოხმარებისთვის და პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარების პროცესის ან არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გარდა).
• ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირებების სამარცხვინო, მოქალაქეთა ღირსების შემლახავი პრაქტიკის შეწყვეტა.
• პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით კანაფის კულტივირებისთვის სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება.
• სამედიცინო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის კანაფის და კანაფისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენების დაშვება.
აქციას უერთდებიან: Kung Fu Junkie, ერეკლე დეისაძე, Me and My Monkey, რობი კუხიანიძე და აუტსაიდერი, Young Georgian Lolitaz, ჯგუფი „არა“, გამოუვალი მდგომარეობა, ქეთათო, მაქსიმე მაჩაიძე, Sf-x, მიშო ურუშაძე და ამიკო, Nikakoi & TBA, Ras Green…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები