მომღერალი ქეთი კვიცარიძე პირველ ალბომზე მუშაობს. ტექსტის და მუსიკის ავტორიც თავად არის. საავტორო ალბომში შევა ქართული და ინგლისურენოვანი სიმღერები. ამჟამად მზად აქვს 10-11 ნამუშევარი. რამდენიმე სიმღერას თავის ბენდთან ერთად ცოცხალი აკომპანიმენტით ჩაწერს. ძირითადი ჟანრები სოული და RNB-ია, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობები კი მცირე ელემენტებით გამოიყენება.
ქეთი კვიცარიძე არაერთი კონკურსის მონაწილია, საზოგადოება უმეტესად მას “ნუცას სკოლა“-დან და კონკურსიდან „ახალი ხმა“ იცნობს.
ქეთი ამ ეტაპზე სხვადასხვა დაწესებულებებში მღერის და პარალელურად განათლებას დოქტორის ხარისხის მისაღებად იღებს.