LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალ დათუნა სირბილაძეს საქართველოში სერბეთის მოქალაქეების დახმარება დაევალა

1589
manflagnews

ცნობილი მომღერალი დათუნა სირბილაძე ახალ ამპლუაში ცდის ბედს. მას სერბეთის საკონსულომ საქართველოში დიდი ნდობა გამოუცხადა და სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობის კუთხით საქართველოში საპატიო კონსულად დანიშნა. ამის შესახებ სერბეთის საკონსულომ საქართველოში ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

დათუნა სირბილაძე საქართველოში სერბეთის საპატიო კონსულად დაინიშნა

“2019 წლის 30 დეკემბერს, თბილისში, გაიხსნა სერბეთის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოში და აღნიშნული საკონსულოს საპატიო კონსულად დაინიშნა, ბატონი დავით სირბილაძე. ჩვენი საკონსულოს მიზანია, ხელი შეუწყოს სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კულტურულ, ეკონომიკურ, ტურისტულ, საგანმანათლებლო, ბიზნეს სექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას. ასევე საქართველოში მყოფი სერბეთის მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას, საკონსულოს მოვალეობების ფარგლებში” – წერია საქართველოში სერბეთის საკონსულოს ფეისბუქგვერდზე.

 

 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები