LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომენტი, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა – ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კულისებში

1195
safe-image

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვარსკვლავური წყვილი, ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 5 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი „სხვა ქალი“  იყო, სწორედ ანჯელინა ჯოლი გახდა იმ წყვილის დაშორების მიზეზი, რომელიც ჰოლივიუდში ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა.

ახლა ჯენიფერიც და ბრედიც თავისუფლები არიან და უკანასკნელ პერიოდში მათი გაერთიანების შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

გასულ უქმეებზე ჯენიფერ ენისტონმა ლოს-ანჯელესში Actors Guild Awards-ზე სერიალისთვის „დილის შოუ“ ჯილდო მიიღო, ამის შემდეგ 50 წლის მსახიობმა წითლ ხალიჩაზე ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილმა გაიარა, ყოფილმა მეუღლემ კი აღფრთოვანება ვერ დამალა, „ვაუ“- წარმოთქვა თვალებგაბრწყინებულმა ბრედმა ყოფილი მეუღლის დანახვაზე, თუმცა ეს ყველაფერი როდია, ექს-მეუღლეები კულისებში გადაეკვეთნენ ერთმანეთს – თვალებით კონტაქტი, ხელზე ნაზი შეხება, ჩახუტება, კოცნა და გულწრფელი ემოციები – ტაბლოიდებისთვის საოცრად გემრიელი მასალა და კადრები, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე კი ექს-წყვილის ცეცხლოვან ფოტოებს დავჯერდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები