LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო კვირებში ომი გაძლიერდება: რუსლან სტეფანჩუკი

93
სტეფანჩუკი

ომი გაგრძელდება უკრაინაში, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში და გაძლიერდება, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პროგნოზზე დაყრდნობით განაცხადა.

რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად აგრესიის უკუგდება რჩება, ამასთან ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება.

“პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის ოცნება იყო, რომ უკრაინა აეღო 48 საათში. ეს არ გამოუვიდა არც 48 საათში და არც 48 დღეში” – განაცხადა სტეფანჩუკმა.

როგორც უმაღლესი რადას თავმჯდომარე ამბობს, რუსული სამხედროების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ მიმართულებით გრძელდება.

“ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში, ასევე კრამატორსკთან ახლოს. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, ომი გაგრძელდება და გაძლიერდება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება“, – აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები