LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება – პრემიერი

87

“საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მწვანე ეკონომიკა არის რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი.

„2 თვის წინ, ზუსტად ამ ადგილას, მე გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი ხედვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკას და მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს,“ – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები