LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავლის ავტომობილი უკვე თბილისშია: iEV6S-ის დატესტვა თქვენც შეგიძლიათ

304

თბილისში, „სენა ავტო ჯგუფმა“ სატესტოდ პირველი ელექტრო ავტომობილი JAC iEV6S შემოიყვანა, რომლის ტესტდრაივი დაინტერესებულ პირს ”სენა ავტოს” ცენტრში შეუძლია. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, თუ მომხმარებელი დაინტერესდება ელექტრომობილით, მას აქვე შეკვეთის გაკეთებაც შეუძლია.

მათივე ცნობით, მე-6 თაობის ელექტროავტომობილი JAC iEV6S აღჭურვილია 33 კილოვატიანი SUMSUNG-ის ბატარეით.
”მხოლოდ მაქსიმუმ 7 ლარად, ერთჯერადად დამუხტული ელექტრომობილი ტრასაზე გაივლის საშუალოდ 250 კმ-მდე. სრული დატენვის დრო: 8-დან 11 საათამდე. ენერგიის აღდგენის ფუნქციით დაღმართში სვლის დროს, დატენვის ინდიკატორით, დატენვის კაბელით, სწრაფი დატენვის ფუნქცით და დისტანციური მართვით. დასამუხტი მოწყობილობა ეწყობა ნებისმიერ ავტო ფარეხში, რომელიც ავტომობილს მოყვება. ასევე შეიძლება პირდაპირ 220 ვოლტიან შტეპცელიდან დამუხტვა”, – აცხადებენ „სენა ავტო ჯგუფში“ და განმარტავენ, რომ JAC iE6S მოდელის მაქიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია, მაქსიმალური სიმძლავრე კი 114 ცხენის ძალაა. რეკომენდებულია 70 კმ/სთ-ით სიარული, ამ შემთხვევაში ნაკლებს მოიხმარს ელექტროენერგიას.

როგორც დილერ კომპანიაში აღნიშნავენ, 5- ადგილიანი თანამედროვე დიზაინის სალონი, აღჭურვილი ვარიაოტის ტიპის სპორტული გადაცემათა კოლოფით, მულტიფუნქციური საჭით და უკანა ხედვის კამერით, მომხმარებელს მართვის
სრული კომფორტის შეგრძნებას მისცემს.

”IEV6S -ში თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს ორმაგი აირბეგი, აგრეთვე ბავშვისთვის ISOFIX–ის სავარძლის სპეციალური დასამაგრებელი. ელექტრო ავტომობილი iEV6S აღჭურვილია თანამედროვე მულტიმედიური სისტემით, 8
დიუმიანი სენსორული ეკრანით, 6 დინამიკით და კონდიციონერით. ელექტრო ავტომობილების ფასი 23 000 – 27 000 დოლარამდე მერყეობს მოდელისა და
კომპლექტაციის მიხედვით, 5 წლიანი გარანტიით და სრული მომსახურებით. მოდელს შეგიძლიათ გაეცნოთ თბილისში , ტესტ დრაივზე წინასწარი ჩაწერით ტელეფონზე: 255 10 50 ან 255 47 47”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, მომავლის ავტომობილი iEV6s არა მარტო სატრანსპორტო საშუალებაა, არამედ ცხოვრების წესი და ხარისხი.

ცნობისთვის, ელექტრო ავტომობილის მწარმოებელია საერთაშორისო ბრენდი „ჯაკ მოტორსი“ (JAC Motors) 50 წლიანი გამოცდილებით ავტოინდუსტრიაში, როგორც სამგზავრო , ასევე სატვირთო მიმართულებით. საქართველოში ოფიციალური დისტრიბუტორია „სენა მოტორსი“ 10-წლიანი გამოცდილებით საავტომობილო ბიზნესში.

შეგახსენებთ, 2017 წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრო ავტომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება. ეტაპობრივად, სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება და განაპირობებს ეკომეგობრულ ავტომობილთა რიცხვიც გაზრდის განვითარებას. თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს წლის ბოლომდე, საკუთარ თავზე აიღებს. აგრეთვე განთავისუფლებულია როგორც განბაჟების, ასევე “სითი პარკის” გადასახადებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები