ამერიკელმა მედიკოსებმა ჩაატარეს საკმაოდ საინტერესო კვლევა და დაადგინეს, რომ ორსულებისთვის ყავის მიღება რეკომენდირებული არ არის, რადგან კოფეინი ბავშვის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ ყავა ბავშვის ჩასახვის პროცესზეც მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში ქალბატონებს დაორსულებაში ხელს უშლის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყავა რაციონიდან საერთოდ უნდა ამოიღოთ. მისი მცირე დოზებით მირთმევა დაშვებულია და ზიანიც არ მოაქვს.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ყავის გარდა ყველა იმ სასმელსაც ეხებოდა, რომელიც კოფეინს შეიცავს.