„მომავალი წლიდან ქალებს პირველად მიეცემათ საშუალება, საზღვაო მაშველები გახდნენ”, – აცხადებს შალვა ხუციშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. შალვა ხუციშვილის ამ განცხადებას სამაშველო სამსახური ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/photos/a.1423770041260557/1919340588370164/?type=3&theater
აღსანიშანვია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გუშინ ბათუმში წარმატებული მაშველები დააჯილდოვა. სიგელები და საჩუქრები 112-მა მაშველმა მიიღო, რომლებმაც საკურორტო სეზონზე შტორმის დროს 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს.