LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომავალი პრემიერი“ ყოფილი პრეზიდენტის საფლავზე არ მიუშვეს

269
გიორგი ვაშაძე

მთაწმინდის პანთეონში დღეს ხმაური იყო.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს სურვილი ჰქონდა, დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავზე მისულიყო და პატივი მიეგო მისთვის, მაგრამ ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მას ამის უფლება არ მისცეს.

საფლავთან მისულ გიორგი ვაშაძეს მანანა არჩვაძემ და გამსახურდიას მომხრეებმა, უთხრეს, რომ მისი ადგილი იქ არ იყო და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთოაშია“ გეგმავს, გიორგი ვაშაძე პრემიერის პოსტზე წარადგინოს.

„ძალა ერთობაშია“ 10 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები