მომავალი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც. ღრუბლიანობის მომატებას პროგნოზირებენ აღმოსავლეთ საქართველოშიც. თბილისში იქნება ხანმოკლე წვიმა . ტემპერატურა დღისით +32 გრადუსამდე გათბება.