LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი და მარადიულობა: ოლიმპიადის თილისმებს სახელები მოსწავლეებმა დაარქვეს

64

ტოკიო 2020-ის თილისმებს სახელები შეურჩიეს.

იაპონელი სკოლის მოსწავლეების მიერ შერჩეულ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების თილისმებს, ისევ და ისევ სკოლის მოსწავლეებმა სახელები დაარქვეს.

ოლიმპიადის ლურჯ-თეთრ თილისმას მირაიტოვა ჰქვია, პარალიმპიადის თეთრ-წითელ თილისმას- სომეიტი.

სახელების და იერის გარდა ორივე პერსონაჟს საკუთარი ისტორია აქვს, ხოლო მათი შექმნის შთაგონების წყაროდ იაპონური ფოლკლორი გამოიყენეს.

მირაიტოვას სახელი ორი იეროგლიფის – „მომავალისა“ და „მარადიულობის“ შერწყმის შედეგად წარმოიშვა.

პარალიმპური თამაშების თილისმის სახელი – სომეიტი კი აყვავებული საკურას ერთ-ერთი სახეობიდან მოდის.

ორივე თილისმის საცხოვრებელი როგორც ციფრული, ისე რეალური სამყაროა და ისინი სამყაროს შორის ინტერნეტის დახმარებით გადაადგილდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები