Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მომავალ წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 45 მლნ ლარი დაიხარჯება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალ წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 45 მლნ ლარი დაიხარჯება

farosanaaxali1

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მომავალ წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა,  რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მთავრობა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მონაწილეობას თავად არ იღებს და ფერმერებს ძირითადად რეკომენდაციებს აძლევს, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სოფლის მეურნეობის განვითარების ის ეტაპი, რომელზეც ქვეყანა იმყოფება და დამატებითი ვალდებულება აიღო.

„ბევრად უკეთესი შედეგია მიღწეული და შესაბამისად, მისი მავნებლობა თხილთან დაკავშირებით საკმაოდ მცირეა, მაგრამ სამაგიეროდ, მოუვლელობამ წინა პლანზე სხვა პრობლემები წამოწია, რომელმაც გაანადგურა როგორც თხილის მოსავალი, ისე მისი ხარისხი. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, შენარჩუნებული იქნება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ვატარებდით და ამავე დროს ინერგება სხვადასხვა ახალი წინადადება, რომელიც 2019 წლისთვის გახდება ცნობილი. ვფიქრობთ, რომ მთავრობა მასზე დაკისრებულ ფუნქციას 2019 წელსაც წარმატებით შეასრულებს“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები