ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც 2 კმ-ს აღწევს, მომავალ კვირას დედამიწას ჩაუვლის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ასტეროიდი სახელწოდებით – 52768 (1998 OR2), პირველად 1998 წელს აღმოაჩინეს. 29 აპრილს იგი დედამიწას ყველაზე მეტად მოუახლოვდება.
ასტეროიდსა და ჩვენ პლანეტას შორის მანძილი დაახლოებით 6,3 მილიონ კმ-მდე შემცირდება, თუმცა, ეს დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილს 16-ჯერ აღემატება. ასტეროიდის სიჩქარე 30კმ/სთ-ს აღწევს.
ნასას თანახმად, ასტეროიდი კლასიფიცირდება, როგორც პოტენციურად საშიში ობიექტი, რადგან იგი დედამიწის ორბიტიდან 5 მილიონი კმ-ის დაშორებით გაივლის.