LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომატებულია ფასები პირველად პროდუქტებზე, ეს ხდება მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი – ოთარ შამუგია

127
otar-shamugia_w_h

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ცვლილება არის, თუმცა ამას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული სიტუაცია განაპირობებს. მისივე თქმით, მსგავსი სიტუაციაა მსოფლიოშიც და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება.

„ფასების ცვლილება არის, რა თქმა უნდა, მომატებულია ფასები პირველად პროდუქტებზე, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ მდგომარეობიდან, რაც არის რეგიონში და ეს ხდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვერ ვიქნებით სამწუხაროდ, გამონაკლისი, ვინაიდან დიდწილად ბევრ პროდუქტებთან დაკავშირებით დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ამიტომ, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტების წარმოების ზრდას და გავაუმჯობესოთ თვითუზრუნველყოფა და ამისთვის ვახორციელებთ კიდეც პროგრამებს”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, პროდუქტების მარაგთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე პროდუქტების მომარაგების არანაირი პრობლემა არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები