LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომაკვდავი პატიმრის საქმე მეხუთე დღეა, სააპელაციო სასამართლოში დევს, როგორც ჩანს, ზემოდან დირექტივა არ მიუღიათ, რა უნდა გააკეთონ“ – სააკაშვილის ადვოკატი

149
12

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხუთი დღე გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში შევიდა, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ „სასამართლოში უმსგავსობა ხდება“ და რომ ეს სხვა არაფერია თუ არა პროცესის გაჭიანურება:

„გუშინ ვნახეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმოწერილი დოკუმენტი, ვნახეთ დემარში, რომელიც იუსტიციის მინისტრთან გაცხადდა, ასევე, ვნახეთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.

დღეს ამ დოკუმენტებს მოვიპოვებთ. დაცვის მხარე ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელოდება. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე სასამართლოშია შესული, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა.

რა თქმა უნდა, გაჭიანურებაა, მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ, როგორც ჩანს, დირექტივა არ მიუღიათ ზემოდან, რა უნდა გააკეთონ და დირექტივას ელოდებიან.

სხვას ვერაფერს მივაწერთ იმას, რა უმსგავსობაც ახლა ამ სასამართლოში ხდება. ჩვენ ვმუშაობთ სათანადო გეგმის მიხედვით და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ, რა ღონისძიებებს ვატარებთ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურაში „ვივა მედისა“ და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს:

„დღეს პროკურატურაში შევიტანთ საჩივარს არა მარტო „ვივა მედთან“, არამედ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით იმ გაყალბებულ ოქმებზე, არაადეკვატურ მკურნალობასა და მთელ რიგ დარღვევებზე, რომელიც ამ კლინიკამ და პენიტენციურმა სამსახურმა დაუშვა.

ასევე შევიტანთ განცხადებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც არაადამიანურ, დამამცირებელ განცხადებებს აკეთებენ სააკაშვილის მიმართ“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

მაჭარაშვილი: გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო და თურმე „ვივა მედში“ ყოფილა

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

რატი ბრეგაძის თქმით, ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა