LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლები ერთკვირიანი გახსნის შედეგებს აჯამებენ: ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო

116
https---specials-images.forbesimg.com-imageserve-5f8ce3bc303aa96a0ceca6b1-0x0

სავაჭრო ცენტრები, დაახლოებით, ერთკვირიანი გახსნის შედეგებს აჯამებენ და ამბობენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები საკმაოდ მცირე იყო.

თბილისი მოლში ამბობენ, რომ ეს იყო ფაქტობრივად, მეექვსედი, ანუ 20-30% იყო იმ ბრუნვის, რაც მაღაზიებს უნდა ჰქონოდათ. მათივე შეფასებით, ხალხის მხრიდან აქტივობა იყო, თუმცა, დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, ბრუნვის გაზრდა შეუძლებელი იყო.

რითეილ გრუპ ჯორჯიასდირექტორი რეზო მაღალაშვილი კი ამბობს, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეალიზაცია 30-40%-ით შემცირდა, თუმცა ბრენდებისთვის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. „ეს პერიოდი ბევრი კომპანიისთვის გადარჩენის წინაპირობა იყო“, – აცხადებს მაღალაშვილი.

გალერია თბილისში ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია საახალწლო პერიოდის გაყიდვების შესახებ არ აქვთ, თუმცა აქაც ადასტურებენ, რომ წლევანდელი ნაკადი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობისგან. მათი თქმით, პანდემიის ფონზე რა მოლოდინიც იყო, გამართლდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები დროებით გახსნილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები