მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა.
როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, კიბერთავდასხმა პრორუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, Killnet-მა განახორციელა. მათი თქმით, ხსენებული ჰაკერული ჯგუფი სპეციალიზებულია DDoS თავდასხმებში იმ ქვეყნების მისამართით, რომლებსაც ჯგუფი უკრაინის მხარდამჭერებად მოიაზრებს.
„დაჯგუფებამ მსგავსი შეტევები განახორციელა სამთავრობო გვერდებზე, ევროკავშირის ქვეყნებზე და ნატოს ვებ ინფრასტრუქტურაზე, ბოლო დღეებში კი შეტევა განხორციელდა რუმინეთის სახელმწიფო ორგანიზაციებზე“, – განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში.