მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო ავრცელებს.
“საჰაერო სივრცის მართვასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შედეგად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად 14 თებერვალს 11:24 საათზე გადაწყვეტილ იქნა მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე ჩაკეტილიყო. 14:47 საათზე საჰაერო სივრცე კვლავ გახსნილია”, – წერია განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ დამატებით დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.