LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდება

269
მაია სანდუ

მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდება და უკრაინას დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ ჰერაშჩენკოს განაცხადებით,  მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გადაწყვიტა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს, ასევე გათავისუფლებული დასახლებების განაღმვის მიზნით კვალიფიციური მესაზღვრეები გაუგზავნოს.

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვართან პროვოკაციები დაიწყო, არის თუ არა საქართველო საფრთხის ქვეშ: „ყურადღების მიღმა ვერც ერთი ის ადგილი დარჩება, სადაც რუსეთმა შესაძლოა პროვოკაცია წამოიწყოს“

„რონდელის“ ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპანტების ბრძოლის აქტიური ფაზა 1 კვირა, 10 დღეზე მეტს ვერ გაგრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სანდუმ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში ბოლო მოვლენების შემდეგ მიიღო.