„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით მიღებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განცხადება პარტიის პრეზიდენტმა გააკეთა.
დოკუმენტის თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ გააგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის პლიუსის“ მოდელის ფარგლებში.
„სამწუხაროდ, მოლდოვა და საქართველო მიღწევების კუთხით უკუსვლას განიცდის, უკრაინას კი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუძლიერებია. პარტია მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობა, რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გადამწყვეტია აღმოსავლეთ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპის სახალხო პარტია“, ასევე, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოთქვამს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიან პოზიციას რუსეთთან მიმართებაში იზიარებს.