LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი: ქართული მხარე ჟენევაშიც მოითხოვს ზაზა გახელაძის გათავისუფლებას

68
BeFunky-collage (15)

ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ზაზა გახელაძის დაკავებაზეც იმსჯელებენ. დისკუსიაზე, რომელიც 26 მარტს დასრულდება, თბილისის დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ჟენევის მორიგი მოლაპარაკებები ტრადიციულად, საკმაოდ მძიმე ფონზე გაიმართება. თუმცა ლაშა დარსალია მოლოდინებზე საუბრისგან თავს იკავებს.

“რომ გითხრათ დიდი მოლოდინი გვაქვს, ალბათ არ იქნება სწორი. თავად საკითხებს შორის პირველ რიგში შვიდპუნქტიანი შეთანხმებაა, რის გარშემოც საერთოდ შექმნილია ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესი, თუმცა ჯგუფში მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, იქნება ეს დაკავებები, ბატონი ზაზა გახელაძის საკითხი, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია ადგილზე თუ სხვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 52-ე რაუნდი დღეს იწყება. როგორც ცნობილია, საქართველოს სამთავრობო დელეგაციისთვის მთავარ საკითხებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობა, ჰუმანიტარული კრიზისი, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და „ბორდერიზაციის“ პროცესი რჩება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებიან.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა

ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გახელაძის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები