LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს: “ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო, უნდა გადმოვიტანოთ პოლიტიკურ პლატფორმებზე”

115
BeFunky-collage (4)

ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა, –ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ცესკოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

არჩევნები, პროტესტი, წყლის ჭავლი: უცხოური მედია ქართულ მოვლენებს აშუქებს

მთავრობის მეთაურმა აქციები სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისკენ პირდაპირ მოწოდებად შეაფასა, რაზეც მისივე თქმით, “სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“.

“31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს“ – ამბობს პრემიერი.

ამასთან, გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს.

“რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა”, — აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები