LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკვლევა დაადგენს, სუვენირი ხარვეზიანია თუ სპეციალურად დაამზადეს – “ბიბლუსი” უაფხაზეთო დროშაზე

192

წიგნების მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსში” სოციალური მედიით გავრცელებულ სუვენირის ფოტოზე, სადაც საქართველოს დროშა აფხაზეთის გარეშეა გამოსახული, განმარტებას აკეთებენ. როგორც “ბიბლუსში” განმარტავენ, ხარვეზიანი სუვენირი მაღაზიის მხოლოდ ერთ ფილიალში აღმოჩნდა და ის მომწოდებელმა “შეაპარათ”.

“გვინდა, იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია. ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა, როგორც გაირკვა, მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი,” – აღნიშნულია “ბიბლუსის” განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათი იურისტები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ, რათა ეს ფაქტი გამოიძიონ.

მოგვიანებით ბიბლუსმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოკვლევა დაადგენს, კონკრეტული სუვენირი ხარვეზიანია თუ გამიზნულად იქნა დამზადებული და შერეული მომწოდებლის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები