ამ წუთში პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მოკლული მოზარდის მამასთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. გიორგი მარგველაშვილი და ზაზა სარალიძე კარავში საუბრობენ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის რამდენიმე კარავია გაშლილი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს 16:00 საათზე განახლდება.