LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკითხვა ქართულ პოლიციას, ნახეთ არავინ დაგვიჭირა – ელენე ხოშტარია უკრაინიდან ვიდეოს აქვეყნებს

1525
ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია უკრაინიდან ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ ელენე ხოშტარია ბოძზე “სტიკერს” აკრავს წარწერით Georgia stands with Ukraine (საქართველო უკრაინის გვერდში დგას)

ხოშტარია მოკითხვას უთვლის ქართულ პოლიციას და ამბობს, რომ “სტიკერის” დაკვრისთვის არავინ აპატიმრებს.

“კიევში ვაკრავთ სტიკერს და მოკითხვა მინდა გოგა მემანიშვილს გავუგზავნო, ქართულ პოლიციას, რომ ნახეთ არავინ გვიჭერს” – ამბობს ხოშტარია.

2 თებერვალს, პარტია “დროას” წარმომადგენლები უკრაინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ. პარტიის ინფორმაციით, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი უკრაინაში შეხვედრებს რადას წევრებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და იქ მცხოვრებ ქართველებთან გამართავენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. უკრაინელ კოლეგებთან განხილვის საგანი ასევე იქნება დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ადგილი.