LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხდება გადამზადება: განათლების მინისტრი პრემიერის დავალების შესრულებას უკვე შეუდგა

311
29258152-2104197839862387-8075216193599832064-o

საქართველოს განათლების მინისტრად მეორედ დანიშნული ხელმძღვანელი პრემიერ მინისტრის მიერ გაცემული განკარგულების შესრულებას უკვე შეუდგა და მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე განათლების სისტემაში განსახორციელებელ აუცილებელ და სასწრაფო პირობებზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ თბილისის სამ სკოლაში: “მწვანე სკოლა”, მე-100 და 169-ე სკოლაში ფსიქოლოგები მუშაობას განაგრძობენ, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს სტრესის გადატანაში. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს და სამინისტროს უმთავრესი მიზანია ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, ამიტომ საჭიროა მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.

 

 

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის თანამშრომელთა კვალიფიციური გადამზადება მოხდება. ასევე, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, მოხდება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. მოხდება ფსიქო-სოციალური სამსახურის გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

კონკრეტული დავალება სამ სამინისტროს – გიორგი გახარიას განკარგულებები

მიხეილ ჩხენკელის თქმით, გიორგი გახარიას მიერ გაცემული დავალების შესრულება კონკრეტული ღონისძიებებზე უკვე დაიწყო და უახლოეს ერთ კვირაში წარადგენს შესაბამის გეგმას, რომელიც იქნება ზუსტი და დროში გაწერილი. მინისტრი აცხადებს, რომ გეგმა, რომელიც მომზადდება, იქნება როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული ინიციატივებისა და ახალი სერვისების შექმნის პროგრამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები