LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოხდა საშინელი ტრაგედია, რომელიც, როგორც ჩანს, ყველას დაგვავიწყდა”

126

კინომცოდნე გოგი გვახარია, სოციალურ ქსელში, საზოგადოებას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ახსენებს.

როგორც ის ამბობს, სხვა ამბებმა ის მთლიანად გადაფარა, თუმცა ხელისუფლება ვალდებულია მოკლე დროში გასცეს ყველა კითხვას პასუხი.

გვახარია წერს, რომ მედია ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია და ძალიან ხშირად პრიორიტეტებს თავად ვქმნით ხოლმე.

“სუხიშვილების ცეკვის გარშემო გამართულ ფეისბუკ-დისკუსიას ვადევნებდი თვალყურს, როცა რადიოში მოვიდა Lagazidze Khatuna და გამახსენა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ხორავაზე მოხდა საშინელი ტრაგედია, რომელიც, როგორც ჩანს, ყველას დაგვავიწყდა:(

რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გვაღელვებდეს და რა თქმა უნდა, ვისაც რა გვინდა ის უნდა გვაღელვებდეს. ვერავინ მიმითითებს, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაგრამ ცოტა ხნის წინ, სულ ცოტა ხნის წინ, მეგობრებო, თითქმის ყველანი შევთანხმდით, რომ ამბავი, რომელიც თბილისის ცენტრში მოხდა, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ვალდებულია მოკლე დროში გვითხრას, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე

p.s.მედიას რას ვერჩით, როცა პრიორიტეტებს ძალიან ხშირად თავად ვქმნით ხოლმე”, – წერს გოგი გვახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები