LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოხარული ვარ, რომ ის აღარ პროგრესირებს“ – ჯეიმს კლევერლი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე

135
ჯეიმს კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოხარულია, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი აღარ პროგრესირებს. ჯეიმს კლევერლი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის თავისუფლების თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგიერთ შემთხვევაში გულისხმობს ხელისუფლების კრიტიკას, თუმცა ეს დემოკრატიის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია.

თბილისში იმყოფებმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი: რა განცხადებები გააკეთა ჯეიმს კლევერლიმ

„ჩვენ ვნახეთ ეს კანონი და მოხარული ვარ, რომ ის აღარ პროგრესირებს. როგორც მე განვიხილე მინისტრებთან, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მედიის თავისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლება აქტიური იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კრიტიკულები იქნებიან ხელისუფლების მიმართ. ორგანიზაციების კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არის ბუნებრივი და ნორმალური ნაწილი დემოკრატიული პროცესის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ დემოკრატიის გზაზე სვლა განაგრძოს, ჩვენ გვსურს ვნახოთ საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ევროპულ ერებთან და ნატოსთან, აქედან გამომდინარე, როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეგობარი ქვეყანა, საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის გულშემატკივარი, ჩვენ განვიხილეთ, რაც, ჩემი აზრით, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში, როგორც ქვეყნის, რომელიც აგრძელებს ღირებულებების მხარდაჭერას, რომლებიც ითვლება ნორმად ევროპულ და ნატოს წევრ ქვეყნებში“, – განაცხადა კლევერლიმ.