LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხალისეებს კორონავირუსის ექსპერიმენტალური ვაქცინა უკეთდებათ (ფოტოები)

416
Capture

ორშაბათს, 16 მარტს, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ პირველ მოხალისეს “კოვიდ 19”-ის ექსპერიმენტალური ვაქცინა — mRNA-1273 გაუკეთა.

 

ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს ფარმაცევტული ინდუსტრია მუშაობს, Moderna კი პირველი კომპანიაა, რომელმაც ექსპერიმენტალური ვაქცინის ადამიანებში გამოცდა დაიწყო.

რუსეთის საპატრიარქომ კორონავირუსის გამო საეკლესიო წესები შეცვალა

მთლიანობაში ეკლესიის მსახურებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ საეკლესიო ჭურჭლის სისუფთავეს, ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდონ ისინი.

ვაქცინა ოთხ ჯანმრთელ პაციენტს სიეტლში, ვაშინგტონის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტში გაუკეთდათ.

 

ჯანმრთელობის ექსპერტების ეროვნულმა ინსტიტუტის განცხადებით, 12 -დან 18 თვემდე დასჭირდება იმის დადგენას, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია კორონავირუსის საწინააღმდეგო ეს კოკნრეტული ვაქცინა.

ვაქცინა 42 დღეში შეიქმნა რაც, მინიმალური დროა. მეცნიერება ეს SARS და MERS კორონავირუსებზე დაგროვილი ცოდნის გამოყენებით შეძლეს.

კვლევაში 45 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ისინი საკმაოდ დიდ რისკზე მიდიან, რადგან არ არის დადგენილი, რომ ვაქცინა 100%-ით უსაფრთხოა, მეცნიერები ზუსტად ვერ განსაზღვრავენ როგორ რეაგირებს ადამიანის იმუნური სისტემა მასზე.

ტესტირების პირველი ფაზა 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

თუ პარიზში ჩარჩით და საქართველოში დაბრუნება გსურთ – რეისი 20 მარტს შესრულდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები