გურამ შეროზია თავის ბლოგზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ცანს, როგორ უმასპინძლდებიან მოხალისეები გარემოვაჭრეებს ცხელი ჩაით და ლობიანით.
„აუუ, რა მაგარი ამბები ხდება. დღეს ჩვენმა გუნდმა (სალო სამუშია, ანა სამუშია Likusha Qantaria, ა.შ.) გადაწყვიტა, გარემოვაჭრეებს გამასპინძლებოდა ცხელი ჩაით და ლობიანებით ♥
ჯამში 50 ადამიანამდე გაახარეს და გაათბეს, მცირედით და მაინც სასიამოვნო და პოზიტიური ქმედებით.
“ხალხი ქუჩაში გვაჩერებდა და ეგონათ, რომ რომელიღაც პარტიამ ან ორგანიზაციამ დაგვავალა რამე.
უბრალო სიკეთეები რომ არ გაგვიკვირდება, ისეთი საქართველო მინდა გვქონდეს ❤” – აღნიშნავს სალო სამუშია.