LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოისმინეთ, როგორ იქოქება 135 000 ცხენის ძალიანი ავტომობილი (ვიდეო)

15

ქსელში ზებგერითი ავტომობილის Bloodhound SSC-ის ძრავის პირველი ჩაშვების ვიდეო გაჩნდა. ავტომობილი, რომლის სიმძლავრეც 135 000 ცხენის ძალაა, მსოფლიო რეკორდის დამყარებას გეგმავს. მოძრაობაში ავტომობილს ბრიტანულ აეროდრომ ნიუკი-კორნუოლიზე აჩვენებენ, თუმცა, ეს მხოლოდ საცდელი გარბენი იქნება, რეკორდის დამყარებას მომავალ წელს გეგმავენ.

პროექტ Bloodhound SSC-ზე უკვე რამდენიმე ათეული წელია მუშაობენ, რეკორდული გარბენის თარიღიც არაეთხელ გადაიდო. ავტომობილს აქვს რეაქტიული ძრავი Rolls-Royce-სგან, რომელიც გამანადგურებელ Eurofighter Typhoon-ზე გამოიყენება. ასე აღჭურვილია ჰიბრიდული რაკეტული ძრავით, რომელიც მხოლოდ 1046 კმ/სთ-ზე მოდის მოძრაობაში და ხუთ ლიტრიანი დამბერიანი აგრეგატი Jaguar-სგან, რომლის მოვალეობაც მხოლოდ საწვავის გადაქაჩვაა.

Bloodhound SSC-ის გუნდი ვარაუდობს, რომ ექვსტონიანი ავტომობილი 55 წამში 1600 კმ/სთ-ზე მეტს განავითარებს, რაც ბგერის სიწრაფეს 1,4-ჯერ აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები