სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ ოფიციალურ გვერდზე, ახალი საუნდტრეკის სრული ჩანაწერი გამოქვეყნდა. კომპოზიციას სახელწოდებით „იასამნისფერი“ ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერენ, რომ საუნდტრეკი ევროპული დონის არის. “ხელოვნური სუნთქვის“ კომპოზიტორი ნიკა მღვიმელია. სერიალის პირველი საუნდტრეკიც სწორედ მას ეკუთვნის.