4 სექტემბრიდან, 12 კვირის განმავლობაში, „ვითიბი ბანკის“ ყველა ტიპის Visa ბარათით და Apple Pay-ს მეშვეობით გადახდა მომგებიანი ხდება. ყოველი კვირის განმავლობაში მოხდება სამი გამარჯვებულის გამოვლენა, ორი გამარჯვებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება, ხოლო ერთი გატარებული თანხის მოცულობის მიხედვით. სამივე გამარჯვებული დაჯილდოვდება 2 კაციანი საგზურით საქართველოს ტოპ–სასტუმროებში, 2 ღამით.
პირველი გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 15 სექტემბერს, ხოლო შემდეგი გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ყოველი კვირის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო კვირის მეორე სამუშაო დღისა. გათამაშება გრძელდება 1 დეკემბრამდე.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს (კანონით გათვალისწინებული პირების და ვითიბი ბანკის თანამშრომლების გარდა), რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ფლობს „ვითიბი ბანკის“ Visa-ს ბარათს.
გათამაშების პერიოდის განამავლობაში, ყოველ ორშაბათს, „ვითიბი ბანკის“ ვებგვერდზე, გამოქვეყნდება მონაწილეთა სია შემდეგი მონაცემებით:
1. ბარათის მფლობელის ინიციალები და დაბადების თარიღი;
2. გატარებული ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა;
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამრთზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/special-offers/33/vitibis-da-vizas-gatamasheba