ტურისტულმა საიტმა TripAdvisor მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ათეული წარმოადგინა. რეიტინგი საიტის ადმინისტრაციამ მოგზაურთა და ტურისტთა გამოკითხვების მიხედვით შეადგინა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოები გამოარჩია. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი რესტორანი ესპანეთის ქალაქ ლასარტეშია, ესაა რესტორანი Martin Berasategui. ათეულში მოხვდა სამი ფრანგული და სამი ბრიტანული რესტორანი. ასევე რესტორნები კანადაში, დანიასა და იაპონიაში. საუკეთესო რესტორნების ათული კი ასე გამოიყურება:
1. Martin Berasategui -ლასარტე, ესპანეთი
2. Europea – მონრეალი, კანადა
3. Maison Lameloise – შანი, საფრანგეთ
4. Adam’s, – ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
5. Restaurant Sat Bains, – ნოტინგჰემი, დიდი ბრიტანეთი
6. Geranium – კოპენჰაგენი, დანია
7. PIC – ვალანსი, საფრანგეთი
8. NARISAWA – მინატო, იაპონია
9. Le Manoir Aux Quat’Saisons – გრეით მილტონი, დიდი ბრიტანეთი
10. Epicure – პარიზი, საფრანგეთი.