LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურს ორენბურგიდან ჩინეთის კედლამდე მისაღწევად 70 დღე დასჭირდა

47

რუს მოგზაურს ორენბურგიდან ჩინეთის კედლამდე მისაღწევად 70 დღე დასჭირდა. ვიტალი კუზნეცოვმა მთელი გზა ავტოსტოპით გაიარა და თავის შთაბეჭდილებებს სოც-ქსელის მომხმარებლებს ყოველდღიურად უზიარებდა. როგორც მამაკაცი აცხადებს, ჩინეთში ჩასვლისას ის დეპრესიამ შეაწუხა, თუმცა ახალი ნაცნობები  პრობლემის დაძლევაში და დაწყებული საქმის დასრულებაში დაეხმარნენ. ვიტალიმ გადაწყვიტა, რომ ჩინეთში არ გაჩერებულიყო და ყველა მნიშვნელოვანი პუნქტის მონახულების შემდეგ გზა ინდოეთისკენ განაგრძო.

აღსანიშნავია, რომ რუსმა მოგზაურობა ზაფხულის დასაწყისში დაიწყო და მთელი ამ დროის განმავლობაში 20 ათას კილომეტრზე მეტი გაიარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები