LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგვიწოდებენ, სახელმწიფო ენა უკეთესად ვასწავლოთ – პრობლემა არსებობს მასწავლებლების, ადამიანური რესურსის, კომპეტენციის მიმართულებით“: განათლების მინისტრის მოადგილე ეთნიკური უმცირესობებზე

45
თამარ მახარაშვილი

„თავად ეთნიკური უმცირესობები მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ უკეთესად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ ამ კუთხით,  პრობლემა არსებობს მასწავლებლების, ადამიანური რესურსის, შესაბამისი კომპეტენციის მიმართულებით.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული მოკვლევის ანგარიში, პირდაპირ ეხმიანება სამინისტროს სამოქმედო გეგმას, რომელიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით არის შემუშავებული.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მოკვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ მოკვლევაში აღნიშნულია რიგი მიგნებები და საკითხები:

„მთელი რიგი მიმართულებები და საკითხებია, რომელსაც მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ მოერევა. გვჭირდება შესაბამისი კოორდინაცია და გვაქვს კიდეც, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან.

ყველა თემა, რომელიც მოკვლევაშია იდენტიფიცირებული გამოვყოფდი – მასწავლებლების მიმართულება, ადამიანური რესურსი, შესაბამისი კომპეტენცია, რომელზეც წლიდან წლამდე, სხვადასხვა პროგრამებით მუშაობა მიმდინარეობს.

რასაკვირველია, პრობლემა არსებობს, ამას ჩვენ ვადასტურებთ, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის.

ასევე თავად ეთნიკური უმცირესობები ასახელებენ და მოგვიწოდებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლას მასშტაბი გაზრდილი აქვს და სახელმწიფო ენას ყველანაირი მეთოდით და საშუალებით ასწავლის, გვეუბნებიან, რომ უკეთესად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა, რაც ასევე არის გათვალისწინებული ჩვენს სამოქმედო გეგმებში.“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

ამავე თემაზე:

ენის ბარიერი, მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა, სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი – IDFI ეთნიკური უმცირესობების გამოწვევების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები