LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგვიწევს საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი – კახა კალაძე

1ec77e80655e4a6ca513563c07382e34

თბილისის მერის თხოვნით დედაქალაქში ქვეითებისთვის განკუთვინილი საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მოხდება. შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

“ჩვენ, როდესაც ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ქვეითებისთვის განსაზღვრული ადგილების მოწესრიგებასა და ზებრა გადასასვლელებს. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ჩვენ მოგვიწევს არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი. საკმაოდ მოუხერხებელია ასვლა, ჩამოსვლა, შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად შარტავაზე, მერიის წინ, ჯერ კიდევ არსებობს ხიდი, თუმცა სრულიად უფუნქციოა და ჩემი თხოვნაა, რომ დემონტაჟი განვახორციელოთ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები