LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგვარებადია, ახალი რეგულაციები დაიცავს” – გახარია შრომის უსაფრთხოებაზე

97
გიორგიგახარია4

„თებერვლიდან ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება სრულიად ყველა სახის კომპანიისთვის და საწარმოებისთვის. შეიძლება ახლა აღსრულების პრობლემები არსებობდეს, მაგრამ მოგვარებადია” – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი თბილიში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას , რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა.

“ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა, საერთოდ შრომის უფლების დაცვა და შრომის უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია. თებერვლიდან ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტბზე და 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ყველა სახის კომპანიების ადა საწარმოებისთვის. ახალი რეგულაციები დაიცავს”, – აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, 31 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები