LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგოს სალიზინგო პროდუქტების უპირატესობები

1431
Untitled-1 (8)

როდესაც მომხმარებელს მანქანის შეძენა სურს, მას ბაზარზე საფინანსო ორგანიზაციების მრავალფეროვნება ხვდება. განსხვავებულია თითოეულის სახელი, მოხმარების წესები და პირობები. იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს სერვისი, რომელიც მას დადებით სამომხმარებლო გამოცდილებას შეუქმნის, აუცილებელია, რომ თავდაპირველად კარგად გაეცნოს თითოეული სერვისის მახასიათებლებს და არჩევანი შეაჩეროს ისეთ სერვისზე, რომელიც მას მხოლოდ და მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

მოგოც ქართულ ბაზარზე არსებული სერვისია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტებს სთავაზობს და ამ პროდუქტებით ეხმარება მათ სატრანსპორტო საშუალებების (ავტომობილი, სკუტერი / მოპედი, სატვირთო მანქანა) შეძენაში.

მოცემულ სტატიაში მომხმარებელი გაეცნობა იმას, თუ რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს მოგოს სხვა სერვისებთან შედარებით.

მოგო – პროდუქტების მრავალფეროვნება

ქვეყანაში მრავალი საფინანსო ორგანიზაციაა, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ავტო სესხსა თუ ავტო ლიზინგს. უმრავლეს შემთხვევაში ამ კომპანიებს ხაზგასმა აქვთ ავტომობილებზე. მოგო კი თავისი სერვისებით უამრავი სატრანსპორტო საშუალების გარშემო ტრიალებს და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის არა მხოლოდ ავტომობილის ლიზინგით შეძენასა თუ უკულიზინგით თანხის მიღებას, არამედ სხვადასხვა ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა და სპეცტექნიკის (ტრანზიტ მოდელების) ლიზინგით შეძენის შესაძლებლობას.

მოგო, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო

მოგოს პროდუქტები (ავტო ლიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სპეც ტექნიკის ლიზინგი) მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავლის წყაროც. ამ საკითხში განსაკუთრებით საგულისხმოა სკუტერის ლიზინგი და სპეცტექნიკის ლიზინგი, რადგან სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა შეძენაც ამ სერვისებითაა შესაძლებელი, მომხმარებელს მუშაობის და ფულის გენერირების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, სკუტერი და მოპედი გარდა პირადი მიზნებით გადაადგილებისა, კარგი საშუალებაა მიტანის სერვისისათვის. რაც შეეხება სპეც ტექნიკას, ეს გულისხმობს გადამზიდი ტიპის ტრანზიტ მოდელებს, რომელიც მძღოლს ეხმარება გადაზიდონ სხვადასხვა სახის ტვირთი, სამშენებლო მასალები, მცირე ზომის ავეჯი და სხვა. საბოლოოდ, ორივე ტიპის სატრანსპორტო საშუალება მძღოლს სთავაზობს ახალ საქმიანობაში ჩაბმას და ამით ფულის გამომუშავებას. სრულად ნახეთ ბმულზე: როგორ გამოვიმუშავოთ დამატებითი შემოსავალი სპეც ტექნიკის ლიზინგით.

მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა

მომხმარებლის გამოცდილებას ქმნის ინდივიდუალური მიდგომები. მოგოში ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერესების, მოგოს და მომხმარებლის ინტერესების დაცვა. ნებისმიერი შეფერხებისა თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, დროული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. მაშინ, როცა მომხმარებელი უკვე იწყებს ლიზინგით სარგებლობას და ყოველთვიური გადასახადის გადახდას, შეიძლება გაუთვალისიწინებელი რამ მოხდეს, რამაც ხელი შეუშალოს ადამიანის გადახდისუნარიანობას. ამ დროს მოგოს გუნდთან დროული კომუნიკაციის შედეგად, შეიძლება მომხმარებელზე მორგებული გამოსავლის პოვნა, მაგალითად, კონკრეტულ თვეში გადასახადის რიცხვის ცვლილება, სალიზინგო ხელშეკრულების გახანგრძლივება და სხვა.

მოგო – ყველაზე სწრაფი ავტო ლიზინგი

არაერთ მომხმარებელს აღუნიშნავს ის მახასიათებელი, რომ მოგოს სერვისით სარგებლობა ძალიან მოკლე დროშია შესაძლებელი და სწორედ ამ მიზეზით, ხშირად, მომხმარებლები ბანკში ავტო სესხის აღებას ისევ მოგოს ავტოლიზინგს ამჯობინებენ ხოლმე. ავტოლიზინგი – ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა.

მანქანის შეფასება ყველაზე მაღალ ფასად

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ლიზინგით თუ უკულიზინგით სარგებლობისას, არის სატრანსპორტო საშუალების მაღალ ფასად შეფასება. მოგო ავტომობილსა თუ სხვა ტრანსპორტს აფასებს საბაზრო ფასის მაქსიმუმით. ამ მიზეზით, თუკი მომხმარებლის განცხადება, ლიზინგსა თუ უკულიზინგზე, დადებითად განიხილა, მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება პრობლემა იმაზე, რომ სასურველ მანქანაზე თანხა შემოაკლდეს, ან უკულიზინგით სარგებლობისას დაბალი თანხა მიიღოს.

იხილეთ ჩვენი სტატია: ლიზინგის შეთავაზებები მოგოსგან. ასევე მოგოს პროდუქტები: ავტოლიზინგი, უკულიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სატვირთო მანქანების ლიზინგი.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები