LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა და თავმდაბლობა გამოვიჩინოთ ერის წინაშე – საკრებულოს დეპუტატი რუსებზე

303
გივიჩარტიშვილი

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” გივი ჩხარტიშვილმა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე საუბრისას მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და თავმდაბლობისკენ მოუწოდა.

“სოციალურ ქსელს ყველა თვალს ვადევნებთ და ვხედავთ, თუ რამდენად პროვოკაციული პერფორმანსები ეწყობა “სირცხვილიას” მხრიდან. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რომ თქვენი მზაკვრული გეგმები, “ნაციონალური მოძრაობის” ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით ჩავარდა და ახლა ახალი სქემა გაქვთ შემუშავებული, რომ საზოგადოებაში გინდათ გამოიწვიოთ აურზაური და რაღაც სახით შექმნათ ისეთი ფონი, თითქოს აი, შემოვიდნენ რუსები, რჩებიან, აქ ცხოვრობენ, ჩვენ სად წავიდეთ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიგყავთ, თქვენ თვითონაც არ იცით, რა ინტერპრეტაციით მიდიხართ და რას ემსახურებით ზოგადად.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ და ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ჩვენი თავმდაბლობა აუცილებლად, ერის წინაშე მაქვს საუბარი, გამოვიჩინოთ და მივყვეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას. საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები