“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია.
მინისტრი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ოპერატორის გარდაცვალება და 5 ივლისის ძალადობის ფაქტები სრულად და სამართლიანად გამოიძიოს:
“ღრმა სამძიმარს ვუცხადებ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მეგობრებს. მოგიწოდებთ მისი გარდაცვალებისა და 5 ივლისის ძალადობის სრული და სამართლიანი გამოძიებისკენ. ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია. #ჟურნალისტობადანაშაულიარარის.” – აღნიშნულია მინისტრის “ტვიტში”.
My deep condolences to the family and friends of Georgian Pirvelli TV cameraman Lekso Lashkarava. I call for complete and fair investigation into his death as well as the violence during July 5 events. Attacks against journalists are unacceptable #JournalismIsNotACrime
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) July 11, 2021