Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე“ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე“ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

160
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით, გამოიცა განკარგულება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ.

კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილეს ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმის პროექტი, შესაბამისად დაიწყო საჭირო ღონისძიებების გატარება. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები.

მოსახლეობას მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მითითებულ ნომერზე 1501 ან მიმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს (მის: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჩის ქუჩა #17)“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები