LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგებული წაგება: ჩიხურა ბოლოს გავარდა

40

დაიწყო: ქართული გუნდების ევროთასებიდან გამოვარდნები საჩხერის ”ჩიხურამ” გახსნა, რომელიც ძალიან ახლოს იყო საბოლოო მიზანთან, მაგრამ სამწუხაროდ სულ ბოლოს მაინც მოუწია ფარ-ხმალის დაყრა.

ქართული კლუბი კიშინიოვის „ზიმბრუსთან“, ზესტაფონის სტადიონზე, 2:3 დამარცხდა.

„ჩიხურა“ მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ დაწინაურდა, თუმცა გადამწყვეტი მსაჯის მიერ დამატებული წუთები აღმოჩნდა. „ზიმბრუმ“ გამარჯვების გოლი ძირითად დროს დამატებულ მესამე წუთზე გაიტანა და მომდევნო ეტაპზე თურქეთის „ოსმანლისპორს“ შეხვდება.
ამ კლუბებს შორის გამართული პირველი მატჩი “ჩიხურამ” სტუმრად 1:0 მოიგო, თუმცა მოლდოვურმა კლუბმა სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
მატჩი ზესტაფონში ძლიერი წვიმის გამო 30 წუთის დაგვიანებით დაიწყო და შეხვედრა რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე წარიმართა.
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ორი ქართული კლუბი ითამაშებს. 7 ივლისს „სამტრედია“ აზერბაიჯანის „გაბალას“ ზესტაფონში დაუპირისპირდება. გორის „დილა“ კი სტუმრად სომხეთში „შირაქის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
ჩიხურა: ჰამზიჩი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, კაშია, გრიგალაშვილი, ივანიშვილი (ლექვთაძე 71), დობროვოლსკი, კორიფაძე, ჩიკვაიძე, ლობჟანიძე (დეკანოიძე 78), ტატანიშვილი (მუმლაძე 90+2)
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: კაკუბავა (14), ლექვთაძე (82), ტატანაშვილი (90), რეხვიაშვილი (90),დობროვოლსკი (90) / ალექს ბრუნო (14), ემერსონი (17), ლუანი (26) კაბი (90)

გოლები: 1:0 ივანიშვილი (14), 1:1 ემერსონი (45+3), 2:1 კაკუბავა (55), 2:2 იარდანი (62), 2:3 ემერსონი (90+3)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები