ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, ქართველი მხატვრისა და გრაფიკოსის გურამ დოლენჯაშვილის ახალ ნახატებს აქვეყნებს. შავთ-თეთრი ნახატები ზამთრის თემატიკაზეა შექმნილი. როგორც ლიკლიკაძე წერს, ავტორმა ნახატებისთვის მხოლოდ ფანქარი და თეთრი ფურცელი გამოიყენა.
“მეგობრებო მოემზადეთ სრული კულტურული შოკისთვის!
ქართველი მხატვრის, გენიალური გრაფიკოსის გურამ დოლენჯაშვილის ახალი ნახატები! ამ საქმეში ძნელია დაიჯერო, რომ ადამიანის ხელი ერიოს! არადა ადამიანმა დახატა! აქვე ერთი განმარტება- მხოლოდ უბრალო ფანქარი და თეთრი ფურცელი!” – წერს დათო ლიკლიკაძე.