LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოელიან, რომ შტამი “ომიკრონი” საქართველოში ერთ თვეში იქნება: ცერცვაძე

352
1

“მოელიან, რომ კოვიდ-19-ის ახალი შტამი “ომიკრონი” საქართველოში ერთ თვეში იქნება.” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეშფოთება და შიში საჭირო არ არის.

მისივე თქმით, საქართველო მთვარეზე არ არის და ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის, თუმცა დამატებითი შეზღუდვები დაწესდა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ამ შტამის შემოტანაა მოსალოდნელი:

“რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება და შიში არ არის საჭირო ახალ შტამთან დაკავშირებით. მოელიან, რომ საქართველოში ერთ თვეში იქნება.

საქართველო მთვარეზე არ არის, ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის, თუმცა დამატებითი შეზღუდვები დაწესდა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ახალი შტამის შემოტანაა მოსალოდნელი. თავს დიდხანს ვერ დაიცავ, უკვე ნიდერლანდებშია დაფიქსირებული, გერმანიაში, ბელგიაში და აქაც დაფიქსირდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაცია.

ჯერ მაინც “დელტა” შტამი დომინირებს და მინიმუმ 1 თვე “დელტას” შტამი იქნება დომინანტი. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რომელიც 100%-ით იცავს ყველა შტამისგან, რამდენი მუტაციაც არ უნდა იყოს. თავი უნდა ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.” – თქვა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, “ომიკრონის” გავრცელების შემთხვევაში, არსებული მედიკამენტები მოქალაქეებს ახალი შტამისგან დაიცავს. ის ასევე ვარაუდობს, რომ პისიარ ტესტი “ომიკრონს” ამოიცნობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით კი კორონავირუსის სწრაფი ტესტი ინფექციის ახალ შტამს, “ომიკრონს” ვერ ამოიცნობს.

გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ამოსაცნობად ქვეყანა სფეციფიკურ PCR ტესტებს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები